Janusz Jurek - The Art Works

29 ოქტ(jul 28)1:00 am Janusz Jurek - The Art Works 29 ოქტ 2018 12:00 თბილისი - ბათუმი

დრო

29 ოქტ 2018 12:00

მდებარეობა

თბილისი - ბათუმი

29 ნოემბრიდან Art Up / Street Gallery გიწვევთ პოლონელი გრაფიკოს დიზაინერის იანუშ იურეკის გამოფენაზე, რომელიც გაიხსნება Fabrika • ფაბრიკას და ბათუმის ქუჩებში მდებარე "არტ ბოქსებში".

იანუშ იურეკი მსოფლიოში ცნობილი პოლონელი გრაფიკოს დიზაინერი და ილუსტრატორია. ნამუშევრების შექმნისას ის იყენებს განსაკუთრებულ ტექნიკას, რომელიც აერთიანებს პროგრამირებას, გენერატიულ ხელოვნებას, ფერწერას და 3D დიზაინს. ის არის არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პრიზის მფლობელი და გამოფენის ავტორი. 2015 წელს გახდა კრეატიული კომუნიკაციის დამოუკიდებელი ფესტივალის პირველი ადგილის მფლობელი 3D კატეგორიაში ნამუშევრისთვის Papilarnie part I. 2017 წელს კი მოიპოვა Internationa Design Award-ის ბრინჯაოს პრიზი. მისი ნამუშევრები გამოყენებულია წიგნის ყდებზე და ჟურნალების გარეკანზე, მათ შორის “Magic of Lines Line: Illustration by Global Artists”-ზე რომელიც აერთიანებს მსოფლიოში ცნობილი მხატვრების და ილუსტრატორების ნამუშევრებს, Berlin Bright Diaries, New York Dekit, Tokyo Nuz- magazine and Axis, American SPIRIT, German Briggite და სხვა. მისი ილუსტრაციები სახელწოდებით Borderline გახდა ხელოვნების და გრაფიკული დიზაინის ჯილდოს მფლობელი ისეთი საერთაოშრისო ქსელებისა, როგორებიც არიან Art People Gallery, Behance, Digital Art და Colossal და Celeste. იანუშ იურეკის ილუსტრაციები  გამოყენებულ იყო The Games Awards 2016-ის სარეკლამო პოსტერზე, ასევე Adobe inDesign-ის და Adobe Photoshop-ის სტარტ სქრინზე.

პროექტის Artup.ge-ს მიზანია ციფრული ხელოვნების პოპულარიზაცია, რომელიც ხელოვანებს აძლევს შესაძლებლობას გამოფინონ საკუთარი ნამუშევრები თბილისის და ბათუმის ქუჩებში განთავსებულ არტ ბოქსებში.

*თუ გსურთ თქვენი გამოფენის ორგანიზება, გამოგვიგზავნეთ ნამუშევრები და ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ ბეჭდვას და განთავსებას "არტ ბოქსებში".

არტ ბოქსების მდებარეობა:
ბათუმი - 9 ლოკაცია https://goo.gl/KyWDhq
თბილისი: Fabrika • ფაბრიკა

მეტი ინფორმაცია: www.januszjurek.info/about-me/