ახალი ლოკაცია თბილისში

Art Up-ის საგამოფენო სივრცეებს დაემატა სამი ლოკაცია თბილისში, ფაბრიკის ეზოში. ქუჩის გალერეის პროექტი, რომელიც Artup.ge-ს ფარგლებში ხორციელდება, ხელოვანებს აძლევს შესაძლებლობას გამოფინონ საკუთარი ნამუშევრები თბილისის და ბათუმის ქუჩებში განთავსებულ არტ ბოქსებში.

პირველი გამოფენა ფაბრიკის ეზოში, რომელიც 5 მარტიდან დაიწყება, მიეძღვნება ქალთა ისტორიის თვეს Women’s History Month, სადაც შეძლებთ თინა ჩერტოვას თემატური ნამუშევრების დათვალიერებას. #მოდიფაბრიკაში და დაათვალიერე #ქუჩისგამოფენა. #მხარიდაუჭირექალებს #forwomensrights #womenshistorymonth2018

დიდი მადლობა Fabrika • ფაბრიკა მხარდაჭერისთვის

*თუ გსურთ თქვენი გამოფენის ორგანიზება, გამოგვიგზავნეთ ნამუშევრები და ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ ბეჭდვას და განთავსებას "არტ ბოქსებში".

არტ ბოქსების მდებარეობა:
ბათუმი - 9 ლოკაცია bit.ly/2fQafav
თბილისი - 3 ლოკაცია, Fabrika • ფაბრიკა